დილით გავიღვიძეთ, იქვე საგულდაგულოთ მოწყობილ საბანაო ადგილზე დილით, უშბის ფონზე ვიბანავეთ და ველური ბუნების სილამაზით შეგრძნებას შევუდექით, საკმაოდ ცივი, მთის წყალი შევიზილეთ სხეულზე და გავიკაჟეთ წინადღით გადაღლილი სხეული.
პირველი დღე >>> | მეორე დღე >>> |
ვისადილეთ, ავლაგდით და გავნაგრძეთ გზა შემდეგი კილომეტრების ასათვისებლად, სოფლის გავლის შემდეგ გზა ტყეში გრძელდება და სოფელ ცხუმარში დასრულდება.
აქ კი წყლის პრობლემა ნამდვილად არ იყო, ტყე, და ტყეში ბილიკი არ არსებობს სადაც წყალი არ შეიძლება იყოს, სუფთა კამკამა და გემერიელი, მიტომაც არის ასქართველო ძალიან ლამაზი და საინტერესო უცხოელებისთვის რომ აქ ყველაფერი გემრიელი და ენერგეტიკულია ადამიანებთან ერთად :)
გზას ვაგრძელებთ, ბილიკს მივუყვებით ტყე ზოგან უღრანი და უდაბურია, ზოგან კიდე ბილიკიც ჩანს საკმაოდ კარგად, ზოგჯერ ტრიალ მინდორზეც კი გვიწევდა გასვლა მაგრამ ამ ყველაფრისთვის და ორიენტირის არ დაკარგვისთვის აუცილებელიდა მნიშვნელოვანი მეგზური ჩვენთვის იყო რუკა რომელიც მოგზაურისთვის მნიშვნელოვანი საშუალებაა.
ბევრი სიარულის შემდეგ ცოტა რთულ მონაკვეთს მივადექით და დავიწყეთ დაშვება, საკმაოდ უღრანი და ბურდებით სავსე მონაკვეთი აღმოჩნდა, სადაც ბილიკი საერთოდ არ იყო, ნახევარ საათიანი გზის გარკვევის შემდეგ გავედით ტრასაზე.
თითქმის ერთი კილომეტრის გავლა მოგვიწია, თან ძალიან იღრუბლებოდა, თანდათან წვიმაც დაიწყო, რამოდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ წვიმამ საკმაოდ მოიმატა, და ჩვენც დროულად მივადექით ცხუმარის ჩასახვევთან აშენებულ ავტობუსის მოსაცდელ შენობას და იქ შევეფარეთ.
წვიმამ იმატა, საკმაოდ მძლავრად დაუშვა უკვე დიდიხნით უწვიმარ სვანურ მიწაზე და გაპოხა წყლით მწისაგან დამსკდარი მიწა, გააგრილა ცხელი ბეტონი და დაასველა უშბის კალთები რომელიც ისევ და ისევ ამაყად გაუნძრევლად იდგა გზოს თავში.
ბევრი ლოდინი მომიწია და საკუთარი ფეხსაცმელების დაზიანებული ნაწილების დაკვირვებაც კი მომიწია, რომელიც უკვე საკმაოდ შელანძღულან 2 დღიანი მსახურების შემდეგ
დილით წამოსვლის წინ, ცივ მდინარეში ბანავის შემდეგ წელისტკივილმა თავი შემახსენა და ცოტა გავლა გამიჭირდა, ჩანთა მოვიკიდე 10 წუთის შემდეგ წელი გამიხურდა და ისევ გავსწორდი წელში, ახლა კი მოსაცდელში დასვენების შემდეგ ისევ გამიჭირდა წელში გამართვა და გზის გაგრძელების სურვილმა ცოტა არ იყოს დაიკლო, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა კეთილი ადამიანი, დავით პაკელიანი, გააჩერა მანქანა, ცხუმარისკენ მიდიოდა თვითონაც და გზად გაგვიყოლა, თან ბევრს გვიყვებოდა ცხუმარზე და სვან ხალხზე.
ჩვენი მისიის შესახებაც რომ შეიტყო ძალიან გაუხარდა, ჩვენს 2014 წლის აღმოჩენაზეც მოვუყევით, რაჭის მღვიმეზე, რომელიც გაგონილი ქოდა და ჩვენც ძალიან გაგვეხარდა, სკოლასთან გააჩერა ჩვენ დაგვემშვიდობა მანამდე მისი და ჩვენი GPS ტექნიგა გადაამოწმა რამდენად ზუსტი იყო ჩვენი და მისი ტექნიკა, ცდომილება 2-3 მეტრი იყო რაც სრულიად ნორმალურია მსგავსი ტექნიკისთვის.
ამის შემდეგ გადაწყდა რომ ჩვენ მას უნდა წავყოლოდით რადგან მან გვითხრა მის სოფელში, რომელიც მდებარეობს ცხუმარის თემში, ხოლო სოფელს ქვია სვიფი იყო მჟავე წყალი და წაგვიყოლა წყლის ასაღებად.
ეს სოფელი საკმაოდ ძლიერი სოფელი ყოფილა როგორც ჩანდა ეს სოფელი ადრე, ახლა კი მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ და მხოლოდ ზაფხულობით ამოდის ხალხი დასასვენებლად, იქვე სოფლის სასაფლაომ მიიქცია ჩემი ყურადღება რომელიც საინტერესო სვანური არქიტექტურით იყო გაკეთებული.
უკან დავბრუნდით სადაც ჩანთები გვქონდა დატოვებული, სოფლის სკოლასთან რომელსაც არემონტებდ, გზა დაახლოებით 700 მეტრია, მჭავე წყალი წამოვუღეთ მუშებსაც, წვიმა ისე გაძლიერდა და ჩვენც შევეფარეთ სკოლას, თან ბიჭებმა, გიომ და ერიკმა სკოლის მუშებს მიეხმარა საშენი მასალის სკოლაში შეტანაში.
ამასობაში ჩვენს მასპინძლებს შეეხმანა გიორგი, გოგიტა მთაში იყო ლაილაზე, ხოლო გოგა გზაში, მთიდან მოდიოდა, მანამ ჩვენ დაველოდეთ სკოლაშ, მუშებმა სკოლაში ღამის თევა შემოგვთავაზეს, ჩვენ კი თავს ვიკავებდით, ცოტახანში გიოს დაურეკა გოგამ და გვითხრა რომ მთიდან ჩამოვიდა და მასთან ავსულიყავით, გზად დელიკა გამოჩნდა, და აგვიყოლა სოფელ ტვიბერში,
დაგვხვდა ჩვენი მასპინძელიც და სახლში შეგვიპატიჟა, ჩვენ მოვიხსენით ჩანთებიმ ცხელი შხაპიც მივიღეთ, მოვწესრიგდით და პატარა ანასტასიასთანაც ვითამაშეთ.
ამასობაში დიასახლისმა გავიწყო სვანური სუფრა და ჩვენც ცოტა მოვშინაურდით.
ცოტახნის შემდეგ დაგვირეკა გოგიტამ მთიდან, რომელმაც გვთხოვა აუცილებლად გადავსულიყავით მათთან ოჯახში, სტუმრები ყავდათ და დიდი სუფრა იყო გაშლილი, ჩვენც გველოდებოდნენ და აუცილებლად უნდა მივსულიყავით, გადავედით მიგვიპატიჟეს, ჩაგვიხუტეს, სუფრაზე კაცები და ქალები ცალცალკე ოთახებშ იჟდნენ, ქალები მღეროდნენ, ერთობოდნენ და გვამხიარულებდნენ თავიანთი სიმღერებით, ერთიანობაში სვანური კულტურის ნათელი ზეიმი იყო იმ ოჯახში, რაც იყო დაკავშირებული 17 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული შვილისადმი მიძღვნილი და მთელი სოფელი ერთი სიხარულით იყო გაერთიანებული.
ასე დასრულდა ეს დღეც ქალდანების სამფლობელოში.
Comments