120 კილომეტრი მთაში - 17 აგვისტო - მე-6 დღე - გზა უღელტეხილისკენ


დილით 7-ს 20 უკლდა ავდექით და დავიწყეთ ჩალაგება ჩვენი ბარგის, ცოტა ცხელი კაკაოც დავლიეთ, გარეთ, კარვის კუთხეში, წინა ღამის თოვლის კვალიც იყო შემორჩენილი.

გასვლამდე რამოდენიმე წუთით ადრე ჩვენი სლოვაკი მეზობლები გავაცილეთ მწვერვალისკენ.

პირველი დღე >>> | მეორე დღე >>> |  მესამე დღე >>> | მეოთხე დღე >>>  | მეხუთე დღე  >>>  |
 
თითქმის 8 საათისთვის გავედით უღელტეხილისკენ, მდინარის ხეობაში გვიწევდა ჩასვლა, ჩვენს , იქვე პატარა ტბასაც გადავაწყდი და შანსი ხელიდან არ გავუშვი ლამაზი პეიზაჟი გადამეღო.


რამდენიმე წუთიანი შეყოვნების მერე გავნაგრძეთ გზა მყინვარის გულისკენ, მზე საკმაოდ აცხუნებდა და ჩვენც დამწვრობის საწინააღმდეგოდ სახე დავფარეთ.


დრონით რამოდენიმე ვიდეო კადრი გადავიღეთ მდინარის ხეობაში, და მყინვარის ფერდსაც კი მივუახლოვდით, 20 წუთიანი შესვენების შემდეგ ისევ გავნაგრძეთ გზა და უფრო ახლოს მივდიოდით ჩვენი  მოგზაურობის მთავარ დაბრკოლებასთან, უღელტეხილის მყინვართან, მთავარ დაბრკოლება შემთხვევით ა რმიხსენებია, ამაზე მოგვიანებით...
გავაგრძელეთ სვლა, გზად პატარა ნაკადულების გადალახვა გვიწევდა, კამკამა წყლის რომელიც პირდაპირ მთის ფერდობებიდან მოედინებდა ყინულის ნადნობებიდან, დასალევად არც თუ ისე სასიამოვნო, ვინამაც არ იცით, წყალს რომელიც ყინულიდან მოდის ძალიან სპეციფიური გემო აქვს, მწარე და ცოტა უსიამოვნო დასალევია თუმცა წყურვილს გიკმაყოფილებს.




ქედს მივყვებოდით და ჯერ კიდე ყინულის მდინარემდე რარჩენილი გვქონდა 15-20 წუთის გზა, რამოდენიმე პატარა გორაკიც გადავიარეთ,  და მივადექით ნიშნულს რომელიც გვამცნობს რომ სწორად მივდივართ და წინ ჯვრის უღელტეხილი გვაქვს გასავლელი, რომელიც არის დაახლოებით 2 კილომეტრი,


თუმცა მანამდე გვაქვს გადასაალახი მდინარე ლაილა ჭალა რომლის სათავეც ჩვენგან რამოდენიმე მეტრშია, და შეგრძნება გეუფლება რომ დამსწრე ხარ ახალი სიცოცხლის დაბდების, რომელიც მთის კალთებზე შეფენილი ყინულის გროვიდან ხმაურით და ენერგიით გამოდის.

 
მდინარეს ორი ძირითადი სათავე ქონდა ერთი იმ ადგილას სადაც ვენ გვიწევდა ბილიკის გადალახვა მეორე კი მოშორებით, ყინულის გორის დასასრულში რომელიც ძირითად ხევს მიყვებოდა. გადავლახეთ მდინარეც და პირველი რამოდენიმე ნაბიჯისშემდეგ ყინულის ფენაზე მოგვიწია სიარული.




გიორგი როორც ყოველთვის წინ მიდიოდა, მე კი ნელა მივყვებოდი, ფოტოების გადასაღებად დროსაც ვპოულობდი, ამ დროს გენიალური ფრაზებიც დაიბადა, გიო ამბობდა ფოტოგრაფები ხართ ალპინიზმის მტრები, დროის შეგრძნება არ გაქვთ, ხოლო მე დავამატე ალპინისტები ხართ ფოტოგაფიის მტრები, სილამაზის აღქმის ეგოისტური სურვილი გაგაჩნიათთქო და ასე "სიამტკბილობით" ვაგრძელებდით გზას მანამ სანამ არ ვიგრძენით რომ ყინულზე მოჭიდება არ გვაქვს და ფეხი გვისრიალებდა, ამ დროს გენიალურსა და კარგად გამოცდილ ხერხსაც მივმართეთ, ვინაიდან წრიაპები არ გვქონდა, ჩვენი ბოტასების მოჭიდების კოეფიციენტის გაზრდა ვანდეთ ე.წ. "ნასკებს" (წინდებს), რომელიც საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა მყინვარის გადასალახად.


გზას ჩვეული სიფრთხილით და სიდინჯით ვაგრძელებდით,  გზად უამრავი ნაპრალის გადავლა და გადახტომა მოგვიწია.


რამოდენიმე წუთის შემდეგ უღელტეხილის თავში ნისლი შევნიშნეთ, გიოს ვუთხარი თოკი გაგვეკეთებინა და, თოკი რომელიც გოგიტა ქალდანმა გვათხოვა, ჩავიბით, ამჯერად კუსტარულად თუმცა საიმედოთ ვიყავით ერთმანეთზე გადაბმულები, გზად ფოტოების გადაღებასაც ვახერხებდით,

და ერთერთი ასეთი ფოტო გადავიღეთ ამ ნაპრალთან რომელიც ისტორიული აღმოჩნდა, ფოტოს გადაღებიდან 2 ნაბიჯში გიორგი მოულოდნელად გაუჩინარდა, აქ დაიწყო ჩემი პირველი ემოცია რომელიც მოულოდნელად გაუჩინარებულ ჩემს მეგობარს და მეწყვილეს ეხებოდა.

გიორგი ნაპრალში ჩავარდა, რამოდენიმე წამიანი დუმილის და ჩემი ბღავილის შემდეგ გიომ პასუხი გამცა, აჩი ნუ გეშინია უკვე თავი გავიმაგრე დაკარგად ვარო, დაიწყო "სპეცოპერაცია" გიორგის ნაპრალიდან ამოსაყვანად, თოკმა ყინული გაჭრა, ჩემი გადაადგილება სახიფათოა, უკან ვერ მივდივარ დიდი ნაპრალი მაქვს, ერთადერთი გამოსავალი იყო ერთადგილზე მეტრიალა და თოკი სხეულზე დამეხვია რომ გიოს ამოსვლაში მოვხმარებოდი, მეც გულ გახეთქილმა ეს გადაწყვეტილება ექსპრონტად მივიღე რომ თოკი ტანზე დამეხვია და დამეჭიმა რადგან გიო დამეცვა ახლიდან ნაპრალში ჩავარდნისგან, ამ დროს რისკი საკმაოდ დიდია 2-ვე ჩავარდნილიყავით თოვლის საფარქვეშ, ყინა დღით მოსულ ნამქერს ნაპრალები გადაუფარია, თითქმის 15 მეტრიანი ნაპრალის 5 მეტრიან სიმაღლეზე მოუწია გიოს ფრენა, 40 წუთიანი ლოდინის მერე გიო ნაპრალიდან ამოძვრა.


მეც დავმშვიდდი,  ნაბიჯი გადავდგი რომ ჩავხუტებოდი და მშვიდობა მიმელოცა გიოსთვის, მაგრამ უხეშად მითხრა აჩიკო უკან წადი, საშიშია აქ ერთად დგომა და ჯობია დისტანციებით ვიაროთ, თან დაამატა როგორ ფიქრობ უკან ხო არ დავბრუნდეთთქო, მეც შევაგულიანე და არათქო ვუთხარი ფრთხილი სვლით გავაგრძელეთ სვლა უღელტეხილისკენ,

რამოდენიმე წუთის სიარულის შემდეგ მივაგენით ადამიანის ნაკვალევს, რომლებიც წინადღით იყვნენ გადასულები ამ უღელტეხილით, ეს ინფორმაცია გოგიტამ გვითხრა სანამ სოფლიდან წამოვიდოდით რომ, ლიტველები აპირებდნენ იგივე გზის გავლას რაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, მოკლედ სამშვიდობოს გავედით, ინციდენტიდან თითქმის 1 საათიანი სიარულის შემდეგ, გამოჩNდა "ხმელეთიც" და ხმელეთზე გაშენებული კარვების ქალაქი რომელიც ეკუთნოდათ იმ ლიტველებს რომლის ნაფეხურებზეც ვიარეთ ჩვენ, ასე დავემშვიდობეთ ზემო სვანეთს და გადავედით ქვემო სვანეთში

ხოლო გიოს ნაპრალში ჩავარდნიდან ერთადერთი ნაიარევი დარჩა ჩერა თითზე

მივედით, მივესალმეთ, გავიცანით, ჩვენი რამოდენიმე ფოტოც ვანახეთ, რომ შეგვხედეს ფეხზე ნასკებით, არანაირი სამთო აღჭურვილობა თან არ გვქონდა კომპლიმენტად "Crazy mountainers" გვიწოდეს :) მერე ცოტა სურათები გადავიღეთ წინდების სამთო პატივგებასთან დაკავშირებით, მთაში დავტოვეთ და მემორუალური საფლავებიც კი შევუქმენით, სპონტანურად მდინარის პირას.


გიომ ცოტა სევდიანი სიტყვებიც გააყოლა ჩვენს გმირ წინდებს


თოკი დავკეცეთ, წყალი ავავსეთ, ცოტა დავისვენეთ და დავიწარით ფერდზე რომელიც საკმაოდ რთული ჩანდა, ნაშალის გამო, და ძალიან ციცაბოობის გამო.


გიო წინ წავიდა როგორც ყოველთვის, დროთა განმავლობაში ვრწმუნდებოდი იმაში რომ, კარგი ვქენით უკან დაბრუნების გადაწყვეტილება რომ არ მივიღეთ და მოგვეცა საშალება დავმტკბარიყავით იმ სილამაზით რაც წინ გველოდა

ცოტა შესვენების შემდეგ, ნაშალი უკან მოვიტოვეთ და ახალი ეტაპი გახდა ჩვენთვის გადასალახი, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მდინარის ხეობას გავყოლოდით, რომელიც მეტ-ნაკლებად შეიცავდა კანიონინგისთვის საჭირო ელემენტებს.


მოვიხსენით ჩანთა, თოკზე ჩავაბით და ისე ნელნელა ვაწოდებდით ერთმანეთს იარუსებად დაწყობილ ქვის  ხეობაში, რამოდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ ქვის სამყაროდან გადმოვინაცვლეთ მწვანე ფერდობზე, უკვე წვიმა იწყებოდა, რაც ართულებდა სიარულს, საკმაოდ დაღლილიც ვიყავი და კოჭები ძალიან მტკიოდა რადგან რთული გზის გამოვლა მომიწია ქვიან ხეობაში,




ბოლო ყინულიც უკან ჩამოვიტოვეთ, მდინარის ხეობიდნ ავძვერით ფერდზე, სადაც ნიშნული იყო ბილიკისკენ მიმავალი გზის, მოგვიწია ჩვენი სიმაღლის მქონდე ბალახებში სიარული, და უკვე შებინდებულს სამშვიდობოს გავლა, ხოლო ჩვენს უკან მოსიარულე ლიტველები საკმაოდ შორს იყვნენ ჩვენგან, არც კი ჩანდნენ, წვიმა ძლიერდებოდა, ჩვენ გეზი ტყისკენ ავიღეთ სადაც მწყემსების ქოხი ჩანდა, ძაღლის ხმაც გვესმოდა რაც იმის მანიშნებელი იყო რომ ქოხებში მწყემსები გახლდნენ, საკმაოდ სასიამოვნოა მთაში, მწყემსებთან ღამის გათევა, ადამიანურ თბილ დამოკიდებულებას გრძნობ მათგან.


ბევრი სიარულის შემდეგ აღმოჩნდა რომ ჩვენი მარშუტი 16 კილომეტრიანი გახლდათ, საკმაოდ დამღლელი და ამავდროულად თავგადასავლებით სავსე, ტყეშ შესვლისთანავე ფანრები ავანთეთ, მიუახლოვდით ქოხს და გამოგვეხმაურნენ, რომელი ხართო დაგვიძახა ერთერთმა, ჩვენ ვუთხარით არ გეცოდინებით სტუმრები ვართთქო, შეგვიფარეს, საჭმელი გვაჭამეს, ლოგინიც გამოგვინახეს დასაძინებლად. შემდეგ ყველის ამოყვანის დროც დადგა და ასე დასრულდა ეს დღეც.




Comments