120 კილომეტრი მთაში - 16 აგვისტო - მე-5 დღე

16 აგვისტო - გავიღვიძეთ, 4 საათისთვის, 5ზე უკვე მზად ვიყავით გასასვლელად,

გავედით ეზოში და გოგას ეძინა, გიორგიმ დაველოდოთო და არ გააღვიძა შემდეგ გადავიდა მეზობელ სახლში, ლილესთან, ლილეც უნდა წამოსულიყო ჩვენთან ერთად, მასაც ეძინა და ასე გავაგრძელეთ კიდე ორი საათი სეირნობა მერე ფოტოც გადავიღე იქვე მგარ ტრაქტორთან,
პირველი დღე >>> | მეორე დღე >>> |  მესამე დღე >>> | მეოთხე დღე >>>




ცოტახნის მერე გიომ გადაწყვიტა ტელეფონზე დაერეა გოგასთვის, დაურეკა კიდეც და გააღვიძა, ცოტახანში გოგიტა გადმოვიდა... და აღმოჩნდა რომ გიოს გოგიტასთვის შეცდომით დაურეკავს, გოგიტას კიდე ეგონა რომ გიოს დაპირდა ლაილაზე წაყოლას.

მოკლედ კურიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდით ამასობაში 7 საათი სრულდება და ჩვენც გავედით.

გოგამ გაგვასწრო უნაგირი უნდა მოეტანა მაგრამ აღმოჩნდა რომ უნაგირი მთაში ქონდათ წაღებული და უუნაგიროდ გამოგვყვა,

 იმ იმედით რომ გზაში შეგვხვდებოდნენ და უნაგირს გადმოიტანდა ცხენზე რათა ჩვენი ტვირთიც ეტარებინა, ხოლო ამ ემთხვევაში ცხენზე თვითონ შემოჯდა უუნაგირო.


გზას ვაგრძელებდით მშვენიერი უშბის ფონზე, ერიკ, ჰოლანდიელი რომელიც მესტიიდან ცხუმარამდე წამოგვყვა ცხუმარში ცხოვრობდა და დარჩა რადგან მას ქონდა წამოწყებული ქოხის მშენებლობა ლაილას ძირში. ვაგრძელებდით სვლას მშვენიერი უშბის ფონზე.

დრონით ვიდეოც გადავიღეთ დილის პეიზაჟები, ცოტა გავერთეთ კიდეც სოფლის ორღობეებში, გოგიტას სახლთანაც მივარინეთ დრონი და ეზოს ზემოდან გადავუღეთ.

გავაგრძელეთ გზა, სოფლის ორღობიდანტყეშიც შევედით, რამოდენიმე წუთის სიარულის შემდეგ შეგხვდ აზემოდან მომავალი უნაგირიანი ცხენი რომელიც დატვირთული იყო მთიდან ჩამოტანილი ყველით, მოხსენით უნაგირი დავთვირთეთ ჩვენი ცხენი და გავაგრძელეთ გზა.

ცხენი დავტვირთეთ და გავნაგრძეთ გზა, ცოტახანში გიო და გოგა ბილიკს აუყვნენ ტყეში, მე კიდე ცხენს ვუწინამძღვრე სანამ შეგვხვდებოდა ბიჭები.

ცხენს ტაისონა ერქვა, 12 წლის იყო, საკმაოდ კარგი ცხენი იყო და მშვიდი, რამოდენიმე ხნიანი სიარულის შემდეგ გოგა და გიორგი ისევ წამომეწივნენ.

ასე გავაგრძელეთ სვლა, ბიჭებმა ისევ გამასწრეს ცოტახნის მერე აღმოჩნდა რომ გიო ისევ ბილიკით, მდინარის ხეობას აუყვა და მე და გოგა ასე ავედით ალპურამდე

პირველი ქოხიც შეგხვდა,  მიტოვებული ტრაქტორი და დიდი ხის მორი, მარჯვნივ ბილიკსაც ავუყევით და ცოტახნის შემდეგ ახალ ქოხს მივაექით სადაც გოგას ბიცოლა ბებო იყო მწყემსებათ, გიო ხეობით ამოდიოდა და სანამ ის შემოგვიერთდებოდა ცოტა დავისვენეთ, დრონიც გაუშვით, სამწუხაროდ მთას დაეჯახა და ჩამოვარდა :)



დრონის ჩამოვარდნის შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი დაგვჭირდა დრონის მოძიებაში, გიორგიც გამოჩნდა და მოსახმარებლად წამოვიდა, წვალების და დროის ხარჯვის მერე დრონიც ვნახეთ, ბილიკზე დავარდნილა, გოგას დავემშვიდობეთ ცხენს მოვხსენით ბარგი და გავნაგრძეთ გზა.

წყალი ავავსეთ და შევუდექით გზას რომელიც სვანეთის ქედის უღელტეხილისკენ მიდიოდა, ქვევიდან გზის სირთულე დიდათ არ ჩანდა

დროის გასვლის შემდეგ წამოგვეწია ლილე და ერიკა, რომელთაც თურმე შეუცვლიად გეგმა ჩვენი ნახვის შემდეგ და ნაცვლად 6 საათისა მთაში 8 საათზე გამოსვლა გადაუწყვეტიათ, თან ბიჭებს მშენებლობის დაწყება ერთი დღით გადაუდიათ,


ერთი ვირით რამოდენიმე ფიცრის ნაჭერი და თუნუკის ფურცელი უნდა აეტანათ უღელტეხილზე, რის შემდეგაც უკან დაბრუნდებოდნენ და მომდევნო დღისთვის მოემზადებოდნენ, გზად ალპური ბალახის ძოვით დაღლილი სვანური ხარები გვხვდებოდნენ


მზე ზენიტში იყო და მცხუნვარება ფრო მღლიდა, თან ყინულის ნადნობი წყალი მქონდა ჯიბეში და წყურვილს ვიკლავდი, ცოტა უსიამოვნო მწარე გემო ქონდა ნადნობ წყალს, მაგრამ მთლად უწყლობას ჯობდა, ბიჭებმა ისევ წინ გამასწრეს გზა დაგრძელდა და უინტერესო გახდა როცა უღელტეხილის ფერდს ავუყევი, მიიკლაკნებოდა ბილიკი და დასასრული თითქოს ჩანდა მაგრამ რეალურად ძალიან გრძელი იყო, სამსაათიანი მოძრაობის შემდეგ ბიჭებმა ამასწრეს, გიორგი უღელტეხილის თავში მდგარი ქვის დიდ ნაწილზე შემდგარი გადაყურებდა კავკასიონს, უშბას, იალბუზს და ა.შ. დაღლილ ვირს შუაგზაში ჩამოხსნნეს ტვირთი, ლილე და ვირი ერიკს ქვევით ქოხებთან დაუცდიდნენ, ხოლო ერიკი ტვირთს ეზიდება რომელიც ვირმა უღელტეხილამდე ვერ აიტანა და რამოდენიმეჯერ მოუწია დაბრუნება ტვირთის ბოლომდე ატანისთვის.



ავედი როგორც იქნა უღელტეხილზე, ერიკს დავემშვიდობეთ, დავისვენეთ, რამოდენიმე ვიდეო გადავიღეთ, ფოტოებიც გავაკეთე.

რამოდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდნენ უცხოელი მთამსვლელები, აღმოჩნდა რომ ესენი სლვაკები (სულ 4 ადამიანი 2 ქალი 2 კაცი) იყვნენ, გაუხარდათ ჩვენი ნახვა და ჩვენი ვერბალური კომუნიკაცია რუსულ-ინგლისური მიქსით მოხდა რაზეც ძალიან ვხალისობდით და ვიცინოდით.

გზა გავაგრძელეთ მყინვარისკენ, გზა საკმაოდ ციცაბო კალთებზე უნდა ჩაგვევლო, თუმცა ძალიან ლამაზი იყო იქაობა



40 წუთიანი სიარულის შემდეგ მივადექით მოსასვენებელ საკარვე ადგილს

ავარჩიეთ ჩვენთვის მოსასვენებელი ადგილი, კარავიც გავშალეთ და დავლაგდით.

ჩვენი "მეზობლებიც დალაგდნენ და დაიწყეს მყინვარისკენ მიმავალი ბილიკის დაზვერვა და მოსაზრებების ერთმანეთზე გაზიარება, გიორგისაც კითხეს აზრი რადგან გიო ნამყოფი იყო ლაილაზე

ვჭამეთ, დავისვენეთ და მოულონელად ცაზე ღრუბლები მოიკრიბა, საშინელი წვიმის დაწყებას აპირებდა, მოვაგროვეთ ჩვენი ელექტრონიკა და  მწყემსების მიერ აშენებულ ქვის ქოხში შევყარეთ.

მოვენზადეთ დასაძინებლად, დაახლოებით 8 საათი იყო  წვიმა რომ დაიწყო


საშინელი ჭექა-ქუხილი და ხმაური იყო მთის ფერდობებზე, მეხიც ჩვენგან ძალიან ახლოს რამოდენიმეჯერ დაეცა, და ასე გაგრძელდა თითქმის 11 სათამდე.
ეს დღეც ასე დასრულდა და ჩვენ უკვე ვემზადებოდით მოომავალი დღის საინტერესო თავგადასავლისთვის რომელიც ჯვრის უღელტეხილზე გადასვლისას გველოდა.

Comments