Monday, November 20, 2017

120 კილომეტრი მთაში - 15 აგვისტო - მე-4 დღე

15 აგვისტო - დილა დაიწყო იმ იმედით რომ წვიმა გადაიღებდა და შუა დღემდე ავიდოდით ტყეში, გავიდოდით ალპურ ზონამდე და დავბანაკდებოდით უღელტეხილის ძირში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი იმედი არ გამართლდა რადგან წვიმ აისევ აქტიური იყო, თან მთაში უფრო ცუდი ამინდის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია გოგიტამ, რომელსაც ტურისტები ყავდა და უკან ბრუნდებოდა.
პირველი დღე >>> | მეორე დღე >>>მესამე დღე >>>



ამინდი გამოვიდა მაგრამ წასვლას აზრი არ ქონდა


ცოტახნით მოვიცალე ოჯახის ყველაზე პატარა წევრთან თამაშისთვის, ანასტასია დავიმეგობრე და ვერთობოდით ანასტასია და "ტუმალები" (სტუმრები ანასტასიას ენაზე).


გეგამ გაიგო ჩემი პროფესიის შესახებ და ეგრევე მისი დაზიანებული კომპიუტერის შეკეთება დავიყეთ (IT ვარ ერთერთ კომპანიაში), Windows გადავაინსტალირეთ და ინტერნეტი ჩავრთეთ .


ძირითადად დღის უდიდეს პერიოდში გვეძინა, საღამოს ვივახშმეთ და შემდეგ გადავედით გოგიტასთან, რომელიც მთიდან ჩამოსულიყო, ცოტა დავლიეთ,


შემდეგ ტვირთსაზიდად გამმზადებული სვანი ვირიც გავიცანით.


შევთანხმდით რომ 6 საათზე გავიოდით, ბიჭებიც მოდიოდა მთაში და ერთად ვივლიდით, სახლში დავბრუნდით და ჩანთები მოვამზადეთ მომდევნო დღისათვის.


No comments: