გათენდა, ქოხის ჭუჭრუტანიდან მთის კალთებზე ნისლი ჩანს, ღამით ძლიერად წვიმდა და დილისკენ გადაიღო, თუმცა მაინც აგრძელებს არე-მარის დასველებას სუსტი წვეთები.
პირველი დღე >>> | მეორე დღე >>> | მესამე დღე >>> | მეოთხე დღე >>> | მეხუთე დღე >>> | მექვსე დღე >>> |
9 საათი სრულდება, ლევანიმ და ემზარი დილით საქონელი უკვე მოწველეს და ტყეში გაუშვეს, ყველის ამოყვანაც დაიწყეს და თან საჭმლის გამზადებაც, მეზობელ ქოხში დაუძახეს მწყემსებს და დილიდან მწყემსური სუფრის მზადება დაიწყო
ძალიან გემრიელი და ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა და ნოყიერი არის სვანეთის ტყეში გამზადებული რძის პროდიქტი, ნენელა მეზობლებიც მოვიდნენ, ერთერთი იყო ბატონი სერგო, რომელიც ყველაზე უფროსი მწყემსი იყო იქ.
იუმორით სავსე და ხალისიანი ადამიანი, სასიამოვნოდ მოსაუბრე ადამიანები არიან მწყემსები, თბილები და ძალიან ადამიანურები, ურთიერთობის ფასი იციან და ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი რაც არის იმედის, ადამიანური იმედის მომცემები, გარეთ ძელზე უკვე გამზადებული ყველის ხის ვედროებთან ერთად რკინის ვედროებიც ეკიდა და შეხამებული იყო წვიმიანი ტყის პეიზაჟს.
მწყემსებმა უკვე თითქმის მოილიეს დილის სამუშაოები, გარეთ ღრუბელი ისევ ჯიუტად ადგას მთებს თავზე, და ცა გახსნას არ აპირებს, ჩვენი გასვლაც ღრუბლებზეა დამოკიდებული, შუა ცეცხლზე ფეხსაცმელები შრება და ველოდებით ყველის მოხარშვას
ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენი მისიის შესახებ მოვუყევით, ერთი სიტყვით ის პატარა ქოხი ერთი დიდი სიყვარულს თავშესაფარი გახდა, სადაც ადამიანები ერთმანეთს უღიმოდნენ და დახმარებისთვის მზადყოფნას გამოხატავდნენ.
რჩევის შემდეგ იძულებული გავხდით გავჩერებულიყავით რადგან გარეთ ისევ წვიმდა
ვეხმარებოდით შეძლებისდაგვარად ჩვენს მასპინძლებს, გიო წყალზე წავიდა მე ცეცხლი "შევაკეთე" და ა.შ.
მოკლედ სასიამოვნო ხალხთან იძულებითი გაჩერება გამოგვივიდა რაც დიდათ არ გვაწყობდა რადგან სოფელ ცხუმარში ჩვენს ზარს ელოდებიან ჩვენი სამშვიდობოს გასვლის შესახებ, წესია ასეთი როცა რულ გზას გავდივართ მთაში მასპინძელ ოჯახს საიდანაც წამოხვალ აუცილებლად უნდა მიაწვდინო ხმა რომ ყველაფერი რიგზეა და ამ წესის დარღვევა არც ჩვენ გვინდოდა.
დაახლოებით 12-ის ნახევარზე ცა გაიხსნა, ჩვენც ეგრევე ჩავლაგდით და დავიძარით ტყისკენ, იქეთ საიდანაც უღელტეხილი უნდა გადაგვევლო და ლენტეხი აღმოვჩენილიყავით
გავყევით ტყის უღრანი ნაწილის სამანქანო გზას, რამოდენიმე კილომეტრის გავლიშ შემდეგ მდინარეს მივადექით, მდინარეზე მშრალად გადასვლას ვერ ვახერხებდით რადგან არსად არ ჩანდა ფონი და გადავწყვიტეთ გაგვეტოპა, ფრთხილად რადგან საკმაოდ მოდიდებული იყო
შემდეგ ისევ სამანქანო გზას დავადექიტ სადაც უკვე ბალახი ამოსულიყო, ეტყობოდა რომ იქ მანქანას კარგახანია აღარ გაუვლია, რამოდენიმე კილომეტრიანი სიარულის შემდეგ ისევ პატარა ქოხს მივადექით ლამაზ და მშვიდ ადგილზე აშენებულს, თუმცა ქოხში არავინ არ იყო, ეტყობოდა რომ თავის დროზე აქ მწყემსები იყვნენ.
რამოდენიმე ხნიანი სიარულის შემდეგ აღმოჩნდა რომ ბილიკს სადაც უნდა გადაგვეხვია ცოტა ავცდით კიდეც, გიომ რუკაზე დაიწყო ძებნა ჩვენი ლოკაციის და დაიძყო ძებნა საორიენტირო წერტილის სწორ ბილიკზე რომ დავმდგარიყავით
აღმოჩნდა რომ დაახლოებით 2-3 კილომეტრით გავცდით ბილიკს, და ეს ბილიკი მდინარიე ხეობას მიყვებოდა რომელიც გადმოვიარეთ, დავბრუნდით უკან მდინარესთან ბილიკის მსგავსი არაფერი იყო, მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ეს ბილიკი მეწყერს წაუღია და გზა ჩამოშლილა, რასაცბუნებრივია ჩვენ ვერ მივაგნებდით, შევიცვალეთ ისევ გეზი.
უღრანი ტყის აღმართს შევუყევით, ბილიკიც არსად ჩანდა, ორიენტირი გვქონდა ერთადერთი რომ ტყის მერე აუცილებლად ალპურში გავიდოდით, დაახლოებით ასე გავიარეთ თითქმის 1 კილომეტრი, კოჭების ტკივილმა ისევ თავი შემახსენა, საკმაოდ გამიჭირდა ასვლა, წვიმაც დაიწყო , ავედით ალპურში, მაგრამ სანამ გავიდოდით მინდორზე ნაძვს შევეფარეთ რომ არ დავსველებულიყავით. მზემ გამოანათა.
დავდექით ბილიკზე, რომელიც ისევ ტყისკენ მიდიოდა, შევყევით ბილიკს და სადღაც სიღრმეში ისევ აირია, ისევ დაიკარგა გზა, ისევ აღმართი გამონჩნდა ხეებით სავსე, ავჩერდით და უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღეთ, გამოვედით ტყიდან და ჩვენს თვალწინ საინტერესო სურათი გამოჩნდა, მზის სხივი სვეტად იყო ღრუბლებიდან გამოსული და თითქოს გვანიშნებდა ადგილს სადაც უნდა წავსულიყავით, მიახლოებით ეს ადგილი იყო ის ქოხი საიდანაც შუადღეზე მოძრაობა დავიწყეთ.
საკმაოდ დრო გავიდა, მზემ მოიპოვა სრული ჰეგემონია, გადავიდა ღრუბლები, გიო ისევ რუკას ჩასცქეროდა და ბილიკის ძიებაში იყო
ფაქტიურად მთელი დღე ერთი ბილიკის ძიებაში გავლიეთ, საბოლოოდ დავადექით უან დაბრუნების გზას, ქედიდან უცებ ემზარის ხმა გავიგონეთ, მას წასულები ვეგონეთ, ჩვენი ამბები მოვუყევით, მანაც დაგვიდასტურა რომ იმ მდინარეს უნდა ავყოლოდით, მიუხედავად იმისა რომ გზა არ იყო.
ისევ დავბრუნდით ქოხში, საჭმელი გაგვიცხელეს, ლობიო ქონდათ გაკეთებული, რაც ჩვენ ძალიანგვესიამოვნა,
მოვწესრიგდით, ცოტა დავისვენეთ, მერე საქონლის დაბინავებაში მოვეხმარეთ ბიჭებს, ძროხებიც მოწველეს, წყალიც მოვიტანეთ, ცოტა ვიბანავე კიდეც ცივ მდინარეში და დაღლილობაც მოვიხსენი.
ჩვენი გადასასვლეელი უღელტეხილი სულ გადაიწმინდა, დაახლოებით რვის ნახევრისთვის,
დაღამდა, ჩვენ მომავალი დღის იმედით გავამზადეთ ჩვენი ბარგი, ამასოაში ლიტველები გვესტუმრნენ, მდინარის პირას ქონდათ ბანაკი გაშლლილი, მწყემსებისგან წინადღით ამოყვანილი ყველი შეიძინეს.
ბიჭებმა მოიტანეს რძე და ახალი ყველის ამოყვანა დაიწყეს.
ჩვენც დავწექით, ასე დასრულდა ეს დღეც.
Comments