120 კილომეტრი მთაში - 19 აგვისტო - მე-8 დღე - ლენტეხისკენ ჰერი, ჰერი



ფერისცვალობა დღე დადგა, უკვე 1 კვირა გახდა რაც ჩვენი მოგზაურობა დაიწყო, დილით დაახლოეით 9-ს ნახევარზე გამოვედით და დავიწყეთ მოძრაობა ლენტეხის მიმართულებით, პირველ სოფლამდე დაახლოებით 4 საათის სავალი გზა გვაქვს, ამინდი ღრუბლინი იყო, ტემპერატურა სამოგზაოუროდ საკმაოდ კარგი იყო, მინდორი ჯერ არ იყო ნამი გამშრალი.

პირველი დღე >>> | მეორე დღე >>> |  მესამე დღე >>> | მეოთხე დღე >>> | მეხუთე დღე >>> | მეექვსე დღე >>> | მეშვიდე დღე >>>





რამოდენიმე ხნიანი მცდელობის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ მდინარის ხეობას არ ავყოლოდით, სადაც გზა წაღებული ქონდ მეწყერს, თან ჩვენი სოფლამდე წასვლა აუცილებელი იყო რადგან, 4 დღის მანძილზე არანაირი კავშირი არ გვქონდა არავისთან, ოჯახის წევრების გარდა ინერვიულებდა ის ცხუმარელი მეგობრებიც რომელმაც უღელტეხილზე გამოგვაცილა, ამ ყველაფრის გათავლისწინებით მივიღეთ ეს გადდაწყვეტილება, თან ლენტეხის უღელტეხილისკენ ღრუბელი იდგა და წვიმის საშისსროებაც იყო.

ტყეში სამანქანო გზას დავადექით, რაც უფროღმად შევდიოდით გზადაგზა წყემსების ქოხების გარდა, რომელიც მდინარის განაპირებს იდა ხოლმე გვხვდებოდა ძველი საბჭოთა ტექნიკა რომელიც წლების უკან მიუტოვებიათ მეტყევეებს, და უკვე უვარგის ჯართად იყო ქცეული, თან გზადა გზა გვხვდებოდა ჩამოწოლილი მეწყერი რომელსაც ტყეში შემოასვლელი სამანქანო გზა ქონდა წაღებული.

და ვიწრო საცალფეხო ბილიკიღა იყო დარჩენილი, საკმაოდ ლამაზი ხეობა იყო, ეკო ტურიზმის მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია მთლიანად ქვემო სვანეთის ეს მონაკვეთი, რამოდენიმე ხნის სიარულის შემდეგ მივადექით საცალფეხო ხიდს, მოგვიწია მდინარის გადასვლა რომელიც საკმაოდ გაზრდილი იყო და მომძლავრებული პატარ-პატარა შენაკადების დამსახურებით


ფიცული ხიდი რომელიც სამკმაოდ მყარი იყო ორ დიდ, ბუნებრივ ქვაზე იყო გადებული და თავისებურ ეგზოტიკას ქმნიდა. რამოდენიმე ფოტოც გადავიღეთ და გავნაგრძეთ გზა სოფელ მანანაურისკენ.

მწყემსების ქოხიდან დაახლოებით 7.600 კმ გვქონდა გავლილი და დრო 11-ს აკლდა 20  წუთი დაახლოებით 4 კმ-ზე მეტი გვქონდა სოფლამდე დარჩენილი,  ამ გზის გავლა კი გვიწევდა უღრან ტყეში, ტყის ხმაურის ფონზე, სოფლის განაპირას შევისვენეთ მე-11 კილომეტრზე, განვლილი გზა შევაფასეთ მე და გიომ, ამ დროს კი გიომ აღმოაჩინა ჩემი დასიებული სახე და სამახსოვროდ გადაიღო კიდეც


გავნაგრძეთ გზა და პირველი შემორაგული საყანე ფართიც შეგვხვდა, რაც ნიშანი იმისა იყო რომ მალე სოფელში შევიდოდით, წვიმის წვეთები სასიამოვნოდ გვასველებდა, დაღლაც მეტწილად აღარ გვეტყობოდა რადგან ვგრძნობთ რომ უკვე მარტო აღარ ვართ და ახლომახლო ადამიანიც დაგვხვდებოდა გზის მე-3-ედი გავლილი გვაქვს უკვე და 2 ამდენივე მანძილი დარჩენილი გვაქვს ლენტეხამდე.

 თითქმის 13 კილომეტრის გავლის შემდეგ გამოჩნდა სოფელი და პირველი სახლი. ტელეფონი ჯერ კიდევ არ იჭერს რომ დავრეკოთ

გავნაგრძეთ გზა და ისევ მდინარე გვაქვს გადასალახი, მდიარეზე კი კარგად დაპოექტებული სამანქანო ხიდი გვაქვს გადასავლელი, ყურადღება განსაკუთრებულად გავამახვილე ამ ხიდზე რადგან თავიდან ბოლომდე ხის იყო და გათვლილი იყო მძიმე ავტომობილებზე

გზად 3 ხიდიანი ავტომობილი შეხვხვდა რომელსაც ახალგაზრდა ბიჭ მართავდა, ტყისკენ მიდიოდა ხის გამოსატანად, გაგვიჩერა, მოგვიკითხა, წყალი და სიგარეტი მოგვაწოდა, ხომ არაფერი გჭირდებათ დახმარებაო გამოგვკითხა, როცა შეატყო რომ ჯანზე ვიყავით გვითხრა, ბიჭებო მე 2 სათში დავბრუნდები ტყიდნ და თუ არაფერი შეგხვდათ მე გაგიყოლებთ ლენტეხისკენო, მოკლედ უფრო ვხვდებით რომ მთაში გამარჯობა უფრო ფასეულია და მძაფრი ადამიანური შეგრძნებები უფრო შემორჩა მთას.

იგივე კონსტრუქციის ხის ხიდი რომელიც რამოდენიმე ხნის უკან შეგვხვდა ისევ დაგხვდა კიდევ, ასეთი მყარი კონტრუქციის ხის ნაგებობა აქამდე არაფერი მქონდა ნანახი, და ძალიან აც გავიკვირვე

ხიდის ქევშ კი შევამჩნიეთ წარწერა რომელიც ვინმე ოთარას მიუძღვნეს და ხიდს "ოთარას ხიდი დაარქვეს" რომლის წარმომავლობაც სავარაუდოთ გაგრიდან იყო.

ამასობაში ჩემი ფეხსაცმელები ბოლო დღეებს ითვლიდა, რომელმაც ამ ხნების მანძილზე ერთგულად მემსახურა და სსსიამაყით მატარა 2 წელი :)

ოთარას ხიდთან ჭყუტა მსხალთან შევისვენეთ, ტყის მსხლით პირი ჩავიტკბარუნეთ, სატელეფონო კავშირიც შედგა, ინტერნეტში შევატყობინეთ ხალხს რომ კარგად ვართ, ცოტა დავისვენეთ, ცოტას ისევ წვიმდა, მანქანამჩაგვიარა რომელსაც მეგზევეები ვეგონეთ რადგან დაგეგმილი არის ამ გზით ზემო სვანეთში გადასვლა.
გზად მიტოვებული სოფელი გავიარეთ, საკმაოდ დიდი სოფელი ჩანს ამ ლანშაპტის მიუხედავად, ფერდებზე  სახლები ჩანს რომელშიც მიტოვებული ჩანს, თითქმის 19 კილომეტრი გამოვიარეთ მწყემსების ქოხიდან დრო კი 3-ის ოციწუთია, ზოგან თივის ზვინი იყო მაგრამ ადამიანი არ ჩანდა

სოფელს გავშორდით, პატარა უღელტეხილიც ავიარეთ, სამანქანო გზაზე მარჯვენა მხარეს მდინარე "დუდღუნებს" ხეობა ძალიან ლამაზია, ნამეწყრალი ადგილი გავიარეთ სადაც ხის ფესვები ჰაერში იყო ჩამოკიდებული და დიდი ქვის ლოდები საშიშად იმზირებოდნენ მთის ფერდობიდან.


ისეთივ სამანქანო ხის ხიდის გავლის შემდეგ შევედით სოფელში და მოსახლეობაში აღმოვჩნდით, ეზოში ბავშვების ჟრიამული და მანქანების გუგუნი უკვე ტყის სიმშვიდეს არღვევდა.

შევისვენეთ, შესვენების შემდეგ ისევ გავუყევით სოფლის გზას, გზად ბლომად სამწვადეები ხვხვდებოდა :)

მერე ისევ სოფელში შევედთ, ბავშვები შეგვხვდა რომელსაც უცხოელები ვეგონეთ, ქართულად რო დაველაპარაკეთ გაუკვირდათ :) მერე სელფიც გადავიღეთ და წამოვედით, მოკლე გზა გვასწავლეს ბავშვებმა სოფლის ცენტრამდე.

სოფლის ცენტრში გავლის შემდეგ მაღაზიაში ლუდი და ტკბილეული ვიყიდეთ, ცოტა იქვე ჩამომჯდარ სოფლის მცხოვრებლებს მოვუყევით ჩვენი მისიის შესახებ. ფოტოები გადავუღეთ და განვაგრძეთ გზა.

 სავარაუდოთ ლენტეხამდე 8 კილომეტრია დარჩენილი, გზად კეთილი ადამიანიც შეგვხვდა ვენი მანძილის დახლოებით 3 კილომეტრი მანქანით გავიარეთ, მერე სოფლის ცენტრში მანქანის ძარაზე სპონტანურად სუფრა გაიშალა და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ.

დავემშვიდობეთ, მერე უცებ სატვირთო კამაზი გამოჩნდა, ავედით მე და გიო ძარაზე და ასე განვაგრძეთ ლენტეხამდე გზა.

ჩავედით ლენტეხში, მხიარული თავგადასავლის დასასრული ახლოვდებოდა,  გზად წყაროსთან გაჩერდა მანქანა, მანქანიდან გადმოსულმა ადამიანებმა გვკითხეს ვინ ვიყავით რა მისიით მოვდიოდით, მოვუყევით  მისიის შესახებ და ძალიან აღფრთოვანდნენ, მადლობაც მოგვიხადეს.

ღმერთის წყალობით სრულიად მშვიდობით გამოვედით "ფინიშის ხაზთან". ლენტეხშივე აიღეთ მოსასვენებლად ჰოსტელი

მოვწესრიგდით, ცოტა დავისვენეთ, ვიბანავეთ, შხაპიდან გამოსულს, გადამძვრა ტყავი და მზისგან დამწვარი, გადატყაული ცხვირიდან სისხლი წამოვიდა რაზეც ვიხალისეთ კიდეც.


ცხელი ჩაი მივირთვით, მერე კუპდარისთვის ლენტეხის ცენტრში გამოვედით და ასე მხიარულად გავიდა დღეც.

დაწოლისას კურიოზი მომივიდა, როგორც კი ლოგინზე ჩამოვჯექი ლოგინი ჩატყდა, მერე მასპინძელმა სიმაგრე გამოცვალა, ლოგინის "ხონელი" ხელოსნები გალანძრა ისევ დავწექი მშვიდათ, თუმცა სიმშვიდე ისევ დაარღვია სათავისკენ ჩატეხილმა სუსტმა წერტილმა და სე მხიარულად გავათენე ლენტეხში.


Comments