120 კილომეტრი მთაში - 20 აგვისტო - მე-9 დღე - მოგზაურობის დასასრული ჩემთვის.

დილით გავიღვიძეთ დაახლოებით 10-ის ნახევრისთვის, ლენტეხის ცენტრში გავისეირნეთ მწვანე ხეივანში რომელსაც უკვე სიყვითლეც შიგადაშიგ შეპარვია.


პირველი დღე >>> | მეორე დღე >>> |  მესამე დღე >>> | მეოთხე დღე >>> | მეხუთე დღე >>> | მეექვსე დღე >>> | მეშვიდე დღე >>> | მერვე დღე >>>











მერე ცოატხანში დრონიც გავუშვით და ლენტეხის ქუჩები გადავიღეთ, პატარა ლამაზი მწვანეში ჩაფლული დაბა ლამაზი სანახავია ზემოდან.

საჭმელები მოვიმარაგეთ რადგან მე ქუთაისში უნდა წამოვიდე და გიომ გზა უნდა გააგრძელოს ლებარდესკენ, მივბრუნდით სალხში გიომ ნაყიდი საჩმელი ჩაალაგა და დაახლოებით 12 საათისთვის გამოვედით სახლიდან

ერთი ბოთლი ლუდი ვიყიდე გიომ ნაბეღლავი და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

მე წამოვედი ავტოსტოპისთვის ცაგერისკენ ფეხით და დაახლოებით 3-4 კილომეტრის გავლა მომიწია როცა მანქანამ გამიჩერა და ცაგერში ჩამიყვანა. ცაგერელლი დისტრიბუტორები იყვნენ რომელსაც ცაერიდან პროდუქტები ქონდათ ამოტანილი ლენტეხში, ძალიან ცხელოდა, გიოს მარტო წასვლა ძალიან მეუხერხულა თუმცა სხვა გზა არ მქონდა რადგან 2 დღეში შვებულება მიმთავრდებოდა და იძულებული ვიყავი ქუთაისში დავბრუნებულიყავი.
2-ს 10 წუთი იყო როცა წაგერში ჩამომიყვანეს შემდეგ ისევ გავაგრძელე გზა ფეხით წაგერიდან ქუთაისისკენ, მზე წენიტს აღწევდა და საკმაოდ ცხელოდა. მერე ერთი საინტერესოდ გაფორმებული მანქანა შევნიშნე ცაგერში დევნილების დასახლებასთან, სპორტულად გადაკეთებული ჟიგული 07-ი

გზად შევიარე იქვე წყალც დავლიე და გავაგრძელე ფეხით სიარული, ძალიან ბევრი ტურისტები მხვდებოდნენ, ველოსიპედისტები რომელიც ლენტეხიდა მესტიაში აპირებდნენ გადასვლას, ასევე ჯიპტურითწამოსული პოლონელები.

დაახლოებით 4 კილომეტრის გავლის შემდეგ კეთილმა ადამიანებმა გამიჩერეს საბარგულში ქლიავი ქონდათ, რომელიც ქუთაისში მიქონდათ ჩასაბარებლად, შემომთავაზეს მიმერთვა, მეც დავთანხმდი, 2-3 ტკბილი ქლიავით პირი ჩავიტკბარუნე და ასე გავნაგრძე გზა ქუთაისისკენ.
სახლში დაახლოებით 4-ის ნახევრისთვის მოვედი, ასე დასრულდა მე-8 დღეს ოკახშიკი ჩემი ნაიარევით დავატკბე წევრები  :)


THE END

Comments